ავტოავარიის შედეგად დაშავებული გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

22 ივნისი 2017, 00:00 12502 ნახვა

გუშინ, ავტოავარიის შედეგად დაშავებული ქვეითის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ინფორმაციით, გოგონა ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა.

"შემოყვანისთანავე პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც უკიდურესად მძიმე. აღენიშნება ქალა ტვინის ღია, მძიმე ტრამვა, ქალას ფუძის მოტეხილობა და თავის ტვინის ღეროს დაზიანება. მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა და პაციენტი  იმყოფება რეანიმაციაში" - განმარტავს გიორგი კიკაბიძე .

შემთხვევა გუშინ დახლოებით 9 საათზე მოხდა.ჭავჭავაძის  ქუჩაზე  23 წლის გოგონას,  რომელიც  ქვეითთა გადასასვლელზე არ გადადიოდა ავტომობილი დაეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება. ფაქტზე აღძრულია საქმე  სისიხლის სამართლის   კოდექსის 276- ე მუხლით, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში