ირაკლი ჩხვირკია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

20 ივნისი 2017, 00:00 2194 ნახვა

ირაკლი ჩხვირკია თავს დამნაშავედ არ ცნობს  და აცხადებს,რომ ბოლომდე იბრძოლებს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.

''ციხის არ მეშინია, თუნდაც 9 წელი მომისაჯეთ '' ამ სიტყვებით მიმართა ბრალდებულმა მოსამართლეს. მისი თქმით, არცერთი მოწმე არ ადასტურებს მისი
მხრიდან ქვების სროლას, მანქანების დაწვას და  არეულობაში მონაწილეობას.

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში იგი დავის ევროპის სასამართლოში გაგრძელებას აპირებს . ''ჩემი ოცნებაა სოხუმში ჩავიდე, მაგრამ თუ  ქვეყანაში ასეთი სასამართლო იქნება, ამას ვერ შევძლებ. მინდა დავიჯერო რომ ჩვენ ქვეყანას, მე და თქვენ შეგვიძლია წინსვლა''- განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში