ლია  დეკანაძის  ამერიკული  ოცნება

19 ივნისი 2017, 00:00 5533 ნახვა

ხულოდან ამერიკაში. ლია დეკანაძე, ამერიკულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, გრანტის 50 პროცენტიც მოიპოვა, თუმცა თანხის ნახევრის დაფარვას ვერ ახერხებს, შესაბამისად შესაძლოა სასწავლებლად ვერ წავიდეს. მან მეთორმეტე კლასი, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთ შტატში, ასევე ამერიკაში დაასრულა.

გამგეობაში გვითხრეს, რომ ფინანსური მხარდაჭერისთვის შესაბამისი პროგრამა არ აქვთ, კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს აჭარის განათლების სამინისტროს დაფინანსების მისაღებადაც. იგი ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში