11-12 მარტს, ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული ერთერთი ბრალდებული, შესაძლოა, მომდევნო სასამართლო პროცესზე გაათავისუფლონ

19 ივნისი 2017, 00:00 2385 ნახვა

 ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა. მისი დაცვის ქვეშ მყოფს, სავარაუდოდ, მომდევნო სასამართლო პროცესზე გაათავისუფლებენ.

 დღევანდელ სასამართლო პროცესზე დავით ჯაფარიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.  ადვოკატმა მოსამართლეს  სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა, რის თანახმადაც,   ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 

   დავით ჯაფარიძის მტკიცებით, მოსამართლემ ბრალდებული დღევანდელ   სხდომაზე იმ მიზეზით ვერ გაანთავისუფლა, რომ ის სასამართლოს არ ესწრებოდა. ბრალდებულმა  დარბაზი, პროტესტის ნიშნად,  პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვა.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში