ავტომობილი ველოსიპედით მოძრავს დაეჯახა

19 ივნისი 2017, 00:00 29070 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე. ბე-ემ-ვეს მარკის ავტომობილი ველოსიპედით მოძრავს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა  გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი