პრობლემები ხელვაჩაურში

18 ივნისი 2017, 00:00 2503 ნახვა

ხელვაჩაურში, შანიძის ქუჩის 15 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა დახმარების თხოვნით მერიას კიდევ ერთხელ  მიმართავს.  მოსახლეობას წყლისა და კანალიზაციის პრობლემა უკვე 5 წელია აწუხებთ. 

ხელვაჩაურში სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო, წვიმისა და სამრეწველო საამქროების წყალი  ეზოში გროვდება.  ადგილობრივები ამბობენ, რომ მერიისგან მიღებული არაერთი დაპირების მიუხედავად, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. სამრეწველო ზონაში რამდენიმე საამქრო მუშაობს. მერიაში საკითხს სწავლობენ და სატელევიზიო კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში