წვიმა და ტემპერატურის ვარდნა 17 ივნისამდე გაგრძელდება

15 ივნისი 2017, 00:00 5864 ნახვა

ძლიერი წვიმა, ტემპერატურის 2 გრადუსით ვარდნა და წყალმოვარდნები - ასეთია სინოპტიკოსების უახლესი დღეების პროგნოზი.

წვიმიანი და ცივი ამინდები აჭარაში ორი დღე გაგრძელდება. დღეს და ხვალ, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, ნავარაუდევია ძლიერი წვიმა, ქარი ელჭექი და სეტყვა. გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეები მნიშვნელოვნად მოიმატებს. პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში შეიძლება წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადები აღინიშნოს.

ამ დროისათვის ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, საშტორმო სიტუაცია შერნარჩუნდება ხვალ დღის საათებშიც.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში