აქციაზე სოსო ოსორაულის ორი მხარდამჭერი დააკავეს

11 ივნისი 2017, 00:00 2126 ნახვა

კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს დილიდან თბილისში. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან აქტიური ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. ამ წუთებში ოჯახის წევრები და ახლობლები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხვდებიან. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სოსო ოსორაულის ვიდეო - მიმართვა, სადაც იგი ამბობს, რომ მას არავინ მოუკლავს.

იგი თითქმის 5 თვეა უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია. 27 იანვარს კონგოში სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა ჩამოაგდეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთს სოსო ოსორაული მართავდა.

იგი ორი წელია კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალებში, მანამდე კი ქართულ ჯარში მსახურობდა. მხარდასაჭერ აქციაზე დღეს 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავეს, რაც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი ბარამიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც მედია - საშუალებები იტყობინებიან, ინციდენტი მალევე აღმოიფხვრა. 

ამავე კატეგორიაში