სოლიდარობა დაკავებულ რეპერებს

10 ივნისი 2017, 00:00 3138 ნახვა

დაკავებული რეპერების მხარდამჭერი აქცია გრძელდება თბილისში. მონაწილეები ამ წუთებში პარლამენტთან იმყოფებიან, და შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. ისინი გამოხატვის უფლების შეზღუდვაზე საუბრობენ. სოლიდარობა ჯგუფ "ბირჟა მაფიას" წევრებს ბათუმშიც გამოუცხადეს.

ფიქრობენ, რომ დაკავება მათ კლიპს უკავშირდება. მიხეილ მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას ბრალი ნარკოტიკების შეძენა-შენახავში ედებათ. მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

დაკავებულები ბრალს არ აღირებენ. პროკურატურაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებებს შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებენ. მუსიკოსების დაკავებსთან დაკავშირებით განცხადებები მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა. განცხადება გაავრცელა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში