პატივისა და ღირსების შელახვისთვის დეკანოზის ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ

08 ივნისი 2017, 00:00 2569 ნახვა

შედგება თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების შეხვედრა პატრიარქთან? ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც სასულიერო პირის ადვოკატებმა დეკანოზთან საპყრობილეში შეხვედრაზე განიხილეს. ისაუბრეს ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე.

გარდა ამისა, დღეს გახდა ცნობილი, რომ დაკავებული დეკანოზისთვის პატივისა და ღირსების შელახვის გამო ადვოკატები საპატრიარქოს იურისტის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ. ჩვენ დავუკავშირდით ედიშერ ქარჩავას, რომელმაც კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში