გამოძიება კორცხელის ინციდენტზე და შეფასებები

02 ივნისი 2016, 00:00 4170 ნახვა

შსს-მ კორცხელის ინციდენტში მონაწილე ექვს პირს ბრალი წარუდგინა. მათგან დაკავებული არც ერთი არ არის. ისინი ბრალს არ აღიარებენ. უწყების ინფორმაციით, გამოძიების მსვლელობისას, ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც. 6 პირისთვის ბრალის წაყენებას ეკა ბესელია უპრეცედენტოს უწოდებს.  როგორც მან განაცხადა, ყოფილი ხელისუფლების პერიოდში მსგავს დანაშაულზე არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დანაშაულს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს  და საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ საარჩევო პროცესში ძალადობა საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა. კორცხელის  ინციდენტზე მიმდინარე გამოძიება საქართველოში აშშ-ს ელჩმაც შეაფასა. 

ამავე კატეგორიაში