ტურისტული სეზონი 9  ივნისს გაიხსნება 

07 ივნისი 2017, 00:00 3301 ნახვა

სლოგანით “ზაფხული იწყება აქ“ - ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება. ალი და ნინოს ძეგლთან სტუმრებს გასართობი მუსიკალური შოუ ელოდებათ. დღის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის,  ველო მარათონი, ქუჩის რაგბი და ფრანების შოუ. სეზონის გახსნის ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. 8 ივნისს,  ადგილობრივი ბენდები საბაგიროსთან, უნივერსიტეტთან და ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან დაუკრავენ და სტუმრებს სეზონის გახსნის ღონისძიებაზე დაპატიჟებენ. წელს, ოფიციალური ღონისძიება აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით იმართება.

ამავე კატეგორიაში