ტაქსებით მომსახურების სერვისი და რეგულირება

05 ივნისი 2017, 00:00 3218 ნახვა

ზღვის სეზონის გახსნასა და ტურისტების მომრავლებასთან ერთად, ბათუმში, ზაფხულობით, ტაქსების სიმრავლეც შეინიშნება. გარდა ოფიციალურად რეგისტრირებული კომპანიებისა, მგზავრთა გადაყვანაზე კერძო პირებიც ზრუნავენ.

ეს სფერო კონტროლს არ ექვემდებარება, რადგან არ არსებობს ლიცენზირების სისტემა, არ რეგულირდება ფასები და არ მოწმდება მანქანები. ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს მთავრობას მანქანების ტექნიკური დათვალიერების შემოღებისთვის ვადა 2018 წლამდე აქვს.

მესამე სექტორში გამოსავალს რეგულაციების დაწესებაში ხედავენ, ლიცენზირებასთან დაკავშირებით კონკრეტული ქმედებები ქვეყანაში ჯერ არ დაწყებულა.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში