ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელ 28 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა

05 ივნისი 2017, 00:00 1429 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო, თბილისში არსებულ 28 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა.აღნიშნული პუნქტების საქმიანობა ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა, როგორებიცაა იდენტიფიკაცია-ვერიფიკაციის პროცესების არაჯეროვნად განხორციელება, შიდა კონტროლის სისტემის არარსებობა და სხვა. ეროვნული ბანკი მოუწოდებს მომხმარებელს  ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, კი თუ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ დარეკოთ  საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი