წიგნები ემიგრანტებს

02 ივნისი 2017, 00:00 3750 ნახვა

''წიგნები საქართველოდან'', - აქციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში მართავს.  კამპანიის  მიზანი წიგნის ბანკის შექმნაა. საქართველოში შეგროვებულ ლიტერატურას ემგირანტებს გაუგზავნიან.

წიგნებს პოლონეთში, თურქეთში, საბერძნეთში,  უკრაინასა და  იტალიაში მიიღებენ, სადაც ქართული წიგნების კუთხეებიც მოეწყობა. საიამ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში  კვლევა ჩაატარა და კამპანია ემიგრანტების თხოვნით წამოიწყო.

წიგნების შეგროვების აქციაში დღეს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, საზოგადოების წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

ამავე კატეგორიაში