ხულოში ნარჩენების გატანა ახალი ტექნიკით განხორციელდება

02 ივნისი 2017, 00:00 3560 ნახვა

ხულოში ხელოვნური ნაგავსაყრელების გაუქმება დაიწყო. დღეიდან მუნიციპალიტეტის სოფლებში 90 ნაგვის ურნა განთავსდება. სოფლებიდან მყარი ნარჩენების გასატანად ორი მაღალი გამავლობის სპეციალური  ავტომობილი იმუშავებს.

მათ  შეძენაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ათასი, ხოლო ნაგვის ურნებისთვის 65 ათასი ლარი იხარჯება. ხულოს მუნიციპალიტეტს საკუთარი ნაგავსაყრელი არ აქვს. კვირაში სამჯერ ნარჩენები  ბათუმის სანდასუფთავების ავტომობილს გადააქვს.

ამავე კატეგორიაში