''რვაფეხა'' შემოიღობა

29 მაისი 2017, 00:00 2502 ნახვა

კაფე “ფანტაზიას”, ე.წ. “რვაფეხას” სარეაბილიტაციოდ ამზადებენ. ობიექტი უკვე შემოიღობა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ “რვაფეხას” სრული აღდგენისთვის სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო.

რა თანხა დასჭირდება მის რეაბილიტაციას ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია, რომ საჭირო ბიუჯეტი საკმაოდ დიდი იქნება, რადგან სამინისტროს ვიწრო პროფილის სპეციალისტების მოწვევა დასჭირდება.

აჭარის ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ე.წ. “რვაფეხას” რეაბილიტაცია-რესტავრაციას საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" დააფინანსებს. ობიექტმა ძველი იერსახე უნდა დაიბრუნოს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში