სასტუმრო ''არმაზის'' მფლობელმა, სადაც 2015 წელს ხანძარს სამი ბავშვი ემსხვერპლა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა

29 მაისი 2017, 00:00 7867 ნახვა

განახლებული: 15 საათი

განახლებული - 15:00 საათი

ქობულეთში, 50 წლამდე მამაკაცმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. გარდაცვლილი სასტუმრო “არმაზის“ ერთერთი მფლობელი იყო.

თვითმხილველები, ოჯახის წევრები და ადვოკატი თვითმკვლელობის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ.  შსს-ს განცხადებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სასტუმრო „არმაზის“ერთ-ერთი მფლობელი ზაზა ართმელაძე, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ, 2016 წლის 22 აპრილს გაათავისუფლა. იგი აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულის სტატუსით დააკავეს. 

ტრაგედია სასტუმრო „არმაზში“ 2015 წლის მაისში მოხდა. ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი რუსთავიდან ქობულეთში გასტროლებზე იყო ჩამოსული. ხანძარი გამთენიისას მოხდა.

ბავშვები სასტუმროს ნომრებში იმყოფებოდნენ. ცეცხლმა მთელი სასტუმრო მოიცვა, ბავშვების უმეტესობა გადარჩა. ექსპერტიზის მონაცემებით, ხანძრის მიზეზი ძველი ელექტროგაყვანილობა გახდა. სასტუმროს მფლობელი მომხდარიდან ხუთი თვის შემდეგ დააკავეს და სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაში დასდეს ბრალი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში