ახალშენში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

28 მაისი 2017, 00:00 3029 ნახვა

ახალშენი - განახლების მიმართულებით, ერთკილომეტრიანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს. ბიუჯეტიდან 222 028 ლარი დაიხარჯება.

მოეწყო სანიაღვრე სისტემაც. ასფალტ - ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხელვაჩაურის გამგებელთან და უმაღლესი საბჭოს ვიცე სპიკერთან ერთად დაათვალიერა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი