სუვენირებით მოვაჭრეთა აქცია

23 მაისი 2017, 00:00 2245 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან, სუვენირებით გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. ითხოვენ, ბათუმის მერიამ, ახალი დიზაინის ჯიხურების რაოდენობა 25-დან 70-მდე გაიზარდოს.

გარე მოვაჭრეების განცხადებით, მათი რაოდენობა აღემატება იმ რიცხვს, რამდენ ჯიხურსაც სთავაზობს მთავრობა. 

დღეს აჭარის მთავრობის წევრებთან და ქალაქის მერთან შეხვედრაც გაიმართა, თუმცა სუვენირებით მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნის სანაცვლოდ მთავრობამ 25 ჯიხურში გადანაწილება შესთავაზა. ამ შეხვედრის შემდეგ აქციის მონაწილეები პერმანენტულად საპროტესტო გამოსვლებს აანონსებენ. 

დღეს მთავრობის წარმომადგენლებს და ქალაქის მერს განცხადება არ გაუკეთებიათ, გუშინ კი, გიორგი ერმაკოვი აცხადებდა, რომ ჯიხურების რაოდენობა საკმარისია. მერის განცხადებით, გარემოვაჭრეების ნაწილს კონკრეტული ბიზნესმენები მართავენ, რომლებიც კანონის გვერდის ავლით მოქმედებენ, გადასახადებს არ იხდიან და მოვაჭრეების ნაწილს ხელფასზე ამუშავებენ.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში