ქობულეთის სანაპიროზე მოსეირნე პირუტყვი

23 მაისი 2017, 00:00 2818 ნახვა

ქობულეთელები სეზონის მოახლოებასთან ერთად, სანაპირო ზოლში, მომრავლებული საქონლის მეპატრონეების წინააღმდეგ სანქციების  გამკაცრებას ითხოვენ.

ადგილობრივების ამბობენ, რომ სანაპირო ზოლში და ქალაქის ტერიტორიაზე. თავისუფლად მოსიარულე პირუტყვი  ანტისანიტარიას ქმნის, რაც პრობლემას უქმნის, როგორც იქ მაცხოვრებლებს, ასევე, ზაფხულში დამსვენებლებს.

ქობულეთის ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილების კონტროლი დასუფთავების სამსახურს ევალება, სადაც აღიარებენ, რომ პრობლემა ქალაქში არსებობს. 

ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის უფროსი ამბობს,რომ პირუტყვის გასაკონტროლებლად 14 მეველე მუშაობს. "ივნისის შუა რიცხვებიდან სანქციები გამკაცრდება, ქალაქის ტერიტორიაზე საქონლის გამოშვების შემთხვევაში მეპატრონე 1 სულ პირუტყვზე 50 ლარით, ხოლო ფაქტის განმეორების შემთხვევაში 100 ლარით დაჯარიმდება" - აცხადებს სულიკო ბლადაძე.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში