დეკანოზი მამალაძე საპატრიარქოს წინააღმდეგ

22 მაისი 2017, 00:00 1722 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი საპატრიარქოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. საქმე ეხება იურისტ ედიშერ ქარჩავას განცხადებას, რომელმაც დეკანოზი 50 მილიონი ევროს გათეთრების მცდელობაში დაადანაშაულა. მიხეილ რამიშვილი ქარჩავას განცხადებას ცილისმწამებლურს, პატივისა და ღირსების შემლახველს უწოდებს.

დღესვე, ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს  19 მაისის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. ისინი პროცესიდან მათი გაძევების შესახებ გადაწყვეტილების გაბათილებასა და 30 მაისს ჩანიშნულ პროცესზე დასწრებას ითხოვენ. დეკანოზის მიერ სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ, მას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს. 

ამავე კატეგორიაში