20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო თასი უკვე ბათუმშია

20 მაისი 2017, 00:00 2879 ნახვა

20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო თასი უკვე ბათუმშია. მორაგბეებს გულშემატკივრები თამარის დასახლებაში დახვდნენ. 

შემდეგ კი, მსოფლიო თასი რაგბის სტადიონზე მორაგბეებმა ნონო ანდღულაძემ და ლადო მიმინოშვილმა მიიტანეს. თასი აქ დაახლოებით 40 წუთს დარჩება სადაც გულშემატკივრებს ფოტოების გადაღება შეეძლებათ. შემდეგ კი თასს თბილისში წაიღებენ. 

სარაგბო სამყაროში კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ სიდიდით მეორე ტურნირი სტარტს თბილისსა და ქუთაისში აიღებს. თამაშები 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. 

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მსოფლიო რაგბმა საქართველოს 2016 წელს მიანიჭა. ჩემპიონატში ინგლისის, ირლანდიის, არგენტინის, სამხრეთ აფრიკის, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, უელსის, შოტლანდიის, საფრანგეთის, საქართველოს, იტალიის, სამოას ნაკრები გუნდები მონაწილეობენ.  

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში