გიორგი მამალაძის ინტერესებს მომდევნო სხდომაზე სახაზინო ადვოკატი დაიცავს

19 მაისი 2017, 00:00 2439 ნახვა

გიორგი მამალაძის ინტერესებს მომდევნო სხდომაზე სახაზინო ადვოკატი დაიცავს. ამის შესახებ განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა. 

სასამართლო პროცესი გ 30 მაისს 11:00 საათზე ჩაინიშნა. განცხადებაში ნათქვამია რომ, თუ ბრალდებული, სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება ეს სასამართლოსთვის თავის არიდებად  ჩაითვლება და საქმის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლო დღევანდელი სხდომის  დახურვასთან დაკავშირებითაც აკეთებს განმარტებას."ბრალდებულ გიორგი მ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დახურულ სხდომებზე გაგრძელდება.  სასამართლომ, გადაწყვეტილება საქმეზე პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების და პროცესის მონაწილის უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული კონკრეტული და რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით მიიღო. 

ბრალდებულმა და დაცვის მხარემ პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომის დარბაზი დატოვეს, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს. სასამართლომ მოუწოდა დაცვის მხარეს წესრიგის დაცვისაკენ, ვინაიდან, სასამართლოს მითითებას ადვოკატები არ დაემორჩილნენ, სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის სამივე ადვოკატი გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. აღნიშნულის თაობაზე, სასამართლომ გამოიტანა კერძო განჩინება, რომელიც გადაეგზავნება ადვოკატთა ეთიკის კომისიას" - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

ამავე კატეგორიაში