თუ მეჩეთი აიგება, ის 2000 მლოცველზე იქნება გათვლილი და 3 დან 5 მილიონამდე დაჯდება

18 მაისი 2017, 00:00 5927 ნახვა

მეჩეთის მშენებლობაზე უარის შემდეგ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მერიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.  სარჩელის მომზადებაში, მუსლიმ თემს, არასამთავრობო ორგანიზაციები  "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია",  EMС  და თი-დი-აი ეხმარება.
მიიღებს თუ არა ნებართვას მშენებლობაზე მუსლიმი თემი, ამაზე სასამართლო იმსჯელებს, თუმცა როგორი მეჩეთის მშენებლობას გეგმავენ და რა ჯდება იგი?


მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ  მეჩეთი მშენებლობა 3-დან 5 მილიონამდე ღირებულებისაა, რაც შეეხება მის ფუნქციურ მხარეს, ის 2000 ადამიანზე იქნება გათვლილი, თუმცა, დახურულ სივრცეში, ჯამში 3500 ადამიანს შეეძლება ლოცვა. ნაკაიძე ამბობს, რომ ეს რაოდენობა თემის საჭიროებაზეა გათვლილი. არსებულ მეჩეთში ქალები, ადგილის სიმცირის გამო, ვერ ლოცულობენ, ახალ მეჩეთში კი სივრცე მათთვისაც იქნება. 


"3 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, დაახლოებით, 400 ათას დოლარად ვიყიდეთ. პროექტი ძვირადღირებულია, არქიტექტურით ის მსოფლიოში არსებულ არც ერთ მეჩეთს ჰგავს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მშენებლობას 3-დან 5 მილიონამდე დასჭირდება,  თუმცა, ზუსტი ხარჯთაღრიცხვა ჯერ არ გვაქვს. პროექტზე ქართველი და უცხოელი არქიტექტორები მუშაობენ. პროექტის დასრულებისთანავე განხილვები როგორც არქიტექტურის თვალსაზრისით, ასევე, იმის დასადგენად დაიწყება, თუ რამდენად მოსწონს მოსახლეობას შეთავაზებული პროექტი. მეჩეთის პროექტს, ბუნებრივია, ქალაქის არქიტექტურის სამსახურთან შევათანხმებთ, რადგან შენობა ბათუმის არქიტექტურულ იერსახესთან კავშირში იყოს" -  აცხადებს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე.

ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ მეჩეთის ასაშენებელი თანხები  მრევლის შემოწირულობებით შეგროვდება.  

 

ამავე კატეგორიაში