ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

17 მაისი 2017, 00:00 3764 ნახვა

ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში ერთმანეთს ''ნისანის''  და ''მერსედესის'' მარკების ავტომობილები შეეჯახნენ. ავტოავარიის შედეგად დაშავდა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი, სავარაუდოდ მას დაზიანებები თავის არეში აქვს, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ავარიის დროს, ორივე ავტომობილი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ასევე, მათი თქმით, დაშავებულებს ალკოჰოლის სუნი ჰქონდათ და შესაძლოა ისინი ნასვამები ისხდნენ საჭესთან.

შსს საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276 პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

ამავე კატეგორიაში