''რუსეთის მოქალაქეებმა უნდა განსაზღვრონ საქართველოში მოგზაურობის რისკი''

16 მაისი 2017, 00:00 3762 ნახვა

რუსეთი თავის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობის შესახებ აფრთხილებს. მინდა გავაფრთხილო რუსეთის მოქალაქეები კარგად განსაზღვრონ რისკი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას ეხება. სამინისტრო მოქალაქეებს ახსენებს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია და რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვა ფედერაციისთვის შეზღუდულია. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გუშინ, 15 მაისს, ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელითაც მოსკოვის ყოფილ მერს იური ლუჟკოვს საქართველოში არასასურველი სტუმრის სტატუსი მიენიჭა.

"საქართველოს მხრიდან, კიდევ ერთხელ მოხდა ე.წ. "ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ" კანონის გამოყენება" - ნათქვამია განცხადებაში. სამინისტრო  ფაქტს პროვოკაციად აფასებს. 

"ოფიციალური თბილისი აგრძელებს პროვოკაციებს, რომელიც აფერხებს რუსეთთან ურთიერთობის გაჯანსაღების პროცესს. ძნელია რაციონალურად ასეთი ქმედების ახსნა, რადგან ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებას საგრძნობი მოგება მოაქვს ეკონომიკისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის. ადგილობრივმა ხელისუფლებამ იური ლუჟკოვთან მიმართებით, გასაგები მიზეზების გამო, ვერ გაბედა ე.წ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით გათვალისწინებული სანქციების რეალურად გამოყენება და საკუთარი „ვერდიქტი“ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მან „სტუმართმოყვარე საქართველო“ დატოვა. თუმცა, ბოლო წლებში, სამწუხაროდ, იყო სხვა შემთხვევებიც - რუსეთის მოქალაქეები ანალოგიურ სიტუაციაში არაერთხელ დაქვემდებარებიან ჯარიმებს და თავისუფლების აღკვეთასაც“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში