სოფლის ექთნების ხელფასები გაიზრდება

15 მაისი 2017, 00:00 3761 ნახვა

პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექთნებს მაღალმთიან აჭარაში ანაზღაურება 150 ლარით, ხოლო  ხელვაჩაურსა და ქობულეთში დასაქმებულებს 100 ლარით გაეზრდებათ. ხელფასებზე დანამატები სულ  110 ექთანზე, მომავალი წლიდან  გაიცემა.

მედიკოსებისთვის  ხელფასების ზრდა ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის პრიორიტეტებშია. როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამის მიზანია სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება. ამავე პროგრამის ფარგლებში, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის ასევე მომავალი წლიდან, 13 მაღალი გამავლობის ავტომობილის შეძენა იგეგმება. ტენდერი უკვე გამოცხადაებულია

ამავე კატეგორიაში