მეშახტეები დღეს დაკრძალეს

14 მაისი 2017, 00:00 2737 ნახვა

ტყიბულის შახტაში დაღუპული 4 მეშახტე დღეს დაკრძალეს. სამგლოვიარო მსვლელობას სხვადსხვა რეგიონიდან ჩასული ადამიანები ესწრებოდნენ.  ტრაგედიის შემდეგ, მაღალი რისკის შემცველ საწარმოებში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. შრომითი ინსპექციის უფლებამოსილების გაზრდამდე, ობიექტების მონიტორინგს სპეციალური ჯგუფები ჩაატარებენ.

დაღუპულების ოჯახის წევრებისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად პრემიერ მინისტრი ჩავიდა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 9 მაისს მომხდარი უბედური შემთხვევა ეხება ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებს, რაც განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა ბაგირის შეცვლის დროს, უსაფრთხოების ნორმები.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში