არასამთავრობოების განცხადება

14 მაისი 2017, 00:00 2297 ნახვა

ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები აღშფოთებას გამოხატავენ და განცხადებას ავრცელებენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქმის გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ, ჩადენილი ძალადობრივი აქტი არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც რიგითი ცემის ან ძალადობის შემთხვევა. მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს დროულად გაასაჯაროვონ ინფორმაცია ამ დრომდე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. საქართველოს პარლამენტმა შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია საქმის დროული და მიუკერძოებელი გამოძიების მიზნით. საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა დროულად გადადგან ნაბიჯები დაუსჯელობის პრობლემასთან საბრძოლველად და შეიქმნას ეფექტიანი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. 

ამავე კატეგორიაში