სტუდენტური დასაქმების პროგრამა

30 მაისი 2016, 00:00 4330 ნახვა

1 ივლისიდან სტუდენტური დასაქმების პროგრამა იწყება. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბათუმში რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში. პროგრამის ფარგლებში 200 სტუდენტი დასაქმდება. მათი ანაზღაურება 400 ლარი იქნება. პრიორიტეტი მიენიჭებათ მაღალი აკადემიური მოსწრების, სოციალურად დაუცველ, დედით ან მამით ობოლ სტუდენტებს, საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილებსა და სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახიდან. განაცხადები ბათუმის მერიაში 20 ივნისის ჩათვლით მიიღება.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში