''ექსპო-ბათუმი 2017'' გაიხსნა

12 მაისი 2017, 00:00 4364 ნახვა

“ექსპო ბათუმი 2017“ გაიხსნა. წელს გამოფენა საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. უკვე ათი წელია ''ექსპო-ბათუმი'' ყოველწლიურად ათობით ქართულ და უცხოურ კომპანიას ერთ სივრცეში აერთიანებს.  ტურიზმის სფეროში მომუშავე მცირე და დიდ კომპანიებს საშუალება ეძლევათ, საკუთარი ბრენდი წარადგინონ და დამთვალიერებლებს სიახლეები გააცნონ. წელს გამოფენაში 7  ქვეყნის 20, ასევე, 60 ქართული კომპანია მონაწილეობენ.

 ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სტუმრებსა და მონაწილეებს სიურპრიზები ელოდებათ.  “ექსპო ბათუმი 2017“  ოფიციალურად დღეს გაიხსნა და 14 მაისს, დაჯილდოების ცერემონიალით, დაიხურება. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

განახლებული:

 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში