4 დაღუპული - ტრაგედია მინდელის შახტაში

10 მაისი 2017, 00:00 3890 ნახვა

ტყიბულის მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. სამაშველო ოპერაცია 13 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.ოთხი მეშახტე 400 მეტრის სიღრმეზე იმ დროს ჩავარდა, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა.

ცხედრები პროზექტურაში უკვე გადაასვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში