პარკირების წესების დარღვევისთვის 400-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა

08 მაისი 2017, 00:00 3251 ნახვა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ცნობით  დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 433 ადამიანი დაჯარიმდა, 

აქედან  337 პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის დაჯარიმდა, 63 ნიშანში დგომისთვის, 16 ტროტუარზე დგომისთვის, 8 დგომა გაჩერების წესების დარღვევის გამო  დაჯარიმდა, 6 ტაქსის, სპეცტექნიკის პარკირების საფასურს გადაუხდელობის გამო და 3 ორმაგი პარკირებისთვის დაჯარიმდა. 

ფოტო: როინ გუნდაძე

ფოტო: როინ გუნდაძე

 

ამავე კატეგორიაში