ბსუ-ში ევროპის დღეები გაიხსნა

08 მაისი 2017, 00:00 3497 ნახვა

ევროპის დღეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს საზღვრის კვეთის იმიტაციის ფლეშმობით გაიხსნება. დღის განმავლობაში რამდენიმე  ღონისძიება გაიმართება. ევროპის გაერთიანების იდეასა და ევროკავშირის თანამედროვე გამოწვევებთან დაკავშირებით, პროფესორები  ლექციებს წაიკითხავენ, ხოლო სტუდენტები სხვადასხვა ევროპულ ენაზე - შექსპირის სონეტებს. დღის ბოლოს უცხოელი სტუდენტების მონაწილეობით, მუსიკალური ნომრები შესრულდება.

ამავე კატეგორიაში