პრესტური - აჭარას ბელარუსის წამყვანი ტელეარხების, გაზეთებისა და ვებგვერდების ჟურნალისტები სტუმრობენ

07 მაისი 2017, 00:00 2226 ნახვა

აჭარას ბელარუსის წამყვანი ტელეარხების, გაზეთებისა და ვებგვერდების ჟურნალისტები სტუმრობენ. ვიზიტის მიზანი  რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაცნობაა. მათ უკვე დაათვალიერეს ქალაქი, მომდევნო დღეებში კი მაღალმთიან აჭარას გაეცნობიან. როგორც პრესტურის მონაწილეებმა განაცხადეს, ბელორუსში დაბრუნების შემდეგ, აჭარაზე ვრცელ რეპორტაჟებს და გადაცემებს მოამზადებენ.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტმენტში აცხადებენ, სეზონის განმავლობაში, სხვადასხვა სამიზნე ქვეყნიდან კიდევ არაერთი პრესტური განხორციელდება.

ამავე კატეგორიაში