გიორგი ერმაკოვი: ''ბათუმის მაგისტრალზე სამუშაოები დილით უნდა დაწყებულიყო''

05 მაისი 2017, 00:00 5239 ნახვა

ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი ბათუმში შემქნილ საცობთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.  ქალაქის მერი ამბობს, რომ სამუშაოები, რომელიც საგზაო ნიშნების მარკირებასა დახაზვას გულისხმობს, აუცილებლად დღისით უნდა განხორციელებულიყო. 

"მეც დავინტერესდი და ვკითხე სპეციალისტებს, შეიძლებოდა თუ არა სამუშაოები სხვა დროს გადაგვეტანა და არა დილით, როცა პიკის საათია და ასეთი დისკოფორტი შეიძლებოდა შექმნილიყო. სპეციალისტების განმარტებით, ამ სამუშაოების განხორციელებას სპეციალური ტემპერატურა სჭირდებოდა, ამიტომ დაიწყო იმ დროს, როცა დაიწყო" - განაცხადა ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლეთან. 

დღეს დილიდან ბათუმის შემოსასვლელში მოძრაობა პარალიზებულია, მოსახლეობა საცობის გამო ბათუმის ცენტრალური ნაწილისკენ ფეხით უწევს გადაადგილდება. სამარშუტო ტაქსები და მუნიციპალური ტრანსპორტი თამარის დასახლებიდან და მახინჯაურიდან  შემოვლითი გზით მოძრაობენ.  ცენტრალურ გზაზე საგზაო ნიშნების მონიშვნა მიმდინარეობს და  მაგისტრალზე გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივადაა შესაძლებელი.

დიდი ნაკადის გამო, ცალმხრივი გზა სრულად ჩაიკეტა თამარის დასახლებასთან. ამიტომ საცობი ჩაქვამდე აღწევს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში