სელიმობის დღესასწაულზე 125 კაციანი სუფრა გაიშლება

03 მაისი 2017, 00:00 2444 ნახვა

ხულოში, მომდევნო თვის დასაწყისში, ტრადიციულად “სელიმობა” გაიმართება. ეროვნული გმირის, სელიმ ხიმშიაშვილის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის, ტრადიციული კერძების მოსამზადებლად გამგეობამ ტენდერი გამოაცხადა.

ამბობენ, რომ სუფრა ვიზიტორებისთვისაა საინტერესო, რადგან ისინი ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებენ, თუმცა როგორც “მთავარმა” გადაამოწმა, გასულ წელს, მსგავს ღონისძიებას 125 სტუმარი ესწრებოდა, ტურისტი კი აქედან დაახლოებით 30 იყო.  ამასთან, ჩამონათვალში ადგილობრივთან ერთად, სხვა რეგიონებისთვის დამახასიათებელი კერძებიცაა შეტანილი. ღონისძიებისთვის დაახლოებით 4 500 ლარი დაიხარჯება. 

ამავე კატეგორიაში