გონიოში ავარიის შედეგად დაზარალებულის შესახებ ინფორმაციას შსს-ში არ ადასტურებენ

03 მაისი 2017, 00:00 5391 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში და სასწრაფო სამსახურში, მესამე დაზიანებული მოქალაქის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ დილით მხოლოდ ორი ცხედარი გადმოიყვანეს შემხვევის ადგილიდან. 

ავტოავარია, დილის 8 საათზე მოხდა. სარფი-გონიოს გზატკეცილზე, სასტუმრო "თემოსთან" ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილი იყო ორი მოქალაქე, ერთი კი მათი ინფორმაციით გადაიყვანეს საავადმყოფოში. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ "მერსედესის" მარკის ავტომობილი 140 კმ.სთ. სიჩქარით მოდიოდა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და "ოპელს" შეეჯახა.

 შსს საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-7 პუნქტით აღძრა, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევის გამო, 2-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში