სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115”

02 მაისი 2017, 00:00 4102 ნახვა

1 მაისს სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115”-ის მსვლელობა მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
სტუდენტების მოთხოვნებია:  ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა - სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საწარმოო ტრავმით 414 მუშა გარდაიცვალა, ხოლო 716 დასახიჩრებულია. მონაცემების 80 პროცენტი სამშენებლო კომპანიებში დასაქმებულებზე მოდის -  მონაცემები, რომელიც პროფკავშირებს აქვთ არასრულია, რადგანაც ზუსტად ვერ ხდება ქვეყანაში შრომის ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლა.



საქართველომ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აიღო ვალდებულება შრომის ბაზრის რეგულირების და 2 წლის წინ ინსპექტირების სამსახური შექმნა, თუმცა მას ამ სამსახურს არ აქვს უფლებები.ამასთან მთელი საქართველოს მასშტაბით, შრომის უსაფრთხოების შესამოწმებლად მხოლოდ 22 ინსპექტორი მუშაობს. სტუდენტები ფიქრობენ,რომ ეს სამსახური ფიქციაა და მას უფლებები უნდა გაეზარდოს.



კიდევ ერთი საკითხი, რაც სტუდენტური მოძრაობის წევრებმა დააყენეს, ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვა:
სტუდენტები ამბობენ, რომ ბანკებისთვის არაპროფილურ საქმიანობაზე აკრძალვის არარსებობა პირდაპირ უქმნის საფრთხეს ბიზნესის განვითარებას. პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესში უნდა იყოს, საბანკო სფეროს არ ჰქონდეს იმის უფლება, რომ არ განახორციელოს სხვადასხვა ტიპის არაპროფილური საქმიანობა. 



აუდიტორია #115 წევრები ამბობენ, რომ უნივერსიტეტები ვერ უზრუნველყოფენ სტუდენტებს საერთო საცხოვრებლის სერვისით, ოჯახებს დამატებითი ფინანსური ტვირთი აწვებათ. ადამიანები ჩამოდიან სასწავლებლად რეგიონებიდან და რეალურად  მათ ამ საცხოვრისით უზრუნველყოფაში ეხარჯებათ იმაზე მეტი თანხა, ვიდრე სწავლის გადასახადია. 



და მესამე მოთხოვნა  სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფასა და უნივერსიტეტებისთვის პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას.

მსვლელობა აუდიტორია #115 სტუდენტებმა თსუ-ის პირველი კორპუსიდან დაიწყეს და ვარდების მოედნისკენ გაემართნენ. იქ პროფესიული კავშირის წარმომადგენლების აქციას შეუერთდნენ და მათთან ერთად პარლამენტის შენობასთან ერთობლივი მანიფესტი წაიკითხეს.







ფოტო: ედო მჟავანაძე

ამავე კატეგორიაში