მუხრან ვახტანგაძის ტურნირზე რუსეთიდან 35 სპორტსმენი ჩამოვა

30 აპრილი 2017, 00:00 1890 ნახვა

მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ბათუმის მერიამ 28 აპრილს გამოაცხადა.

ტურნირს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ორგანიზებას აჭარის ჭიდაობის ფედერაცია გაუწევს. ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 70 000 ლარია გამოყოფილი და 130  უცხოელი და ადგილობრივი სპორტსმენის მაღალი კლასის სასტუმროში დაბინავებას, გამარჯვებულებისთვის ფასიანი საჩუქრების გადაცემას და ტურნირის დასრულების შემდეგ 120 კაცზე ბანკეტის ორგანიზებას ითვალისწინებს.

როგორც ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, წლევანდელი ტურნირი იმითაა გამორჩეული, რომ მასში რუსეთის 35 სპორტსმენი მონაწილეობს, რომლებსაც ბათუმში გულშემატკივრები ჩამოყვებიან.

ამავე კატეგორიაში