კოკოტაურში ძველი სასაფლაოს დათმობას არ აპირებენ

30 აპრილი 2017, 00:00 3260 ნახვა

სოფელ კოკოტაურის მოსახლეობა სახელმწიფო ელექტროსისტემის წინააღმდეგ დღესაც გამოვიდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დასთანხმდებიან სასაფლაოს ტერიტორიაზე, იქ სადაც 200 წლის საფლავებია განთავსებული, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისთვის ანძის დამონტაჟებას.

მოლაპარაკების სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს სახელმწიფო  კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ირწმუნება, რომ ტექნიკურად სხვა ადგილს ვერ გამოიყენებს.

იდენტურია გამგებლის პოზიციაც. დავით დუმბაძე ფიქრობს, რომ დათმობაზე სწორედ ადგილობრივები უნდა წავიდნენ. სხვა პოზიცია აქვს მაღალმთიანი აჭარიდან მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში. ანზორ ბოლქვაძე ფიქრობს, რომ დათმობაზე ორივე მხარე უნდა წავიდეს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი