ყირგიზეთში მეწყერი ჩამოწვა

29 აპრილი 2017, 00:00 2375 ნახვა

24 ადამიანი დაიღუპა ყირგიზეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად. ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, ტრაგედია ოშსკის ოლქში, სოფელ აუში მოხდა. ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასამ 11 საცხოვრებელი სახლი მიწასთან გაასწორა.

სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო-სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. სალიკვიდაციო სამუშაოებში ასობით მაშველთან ერთად, სამოქალაქო პირები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და მძიმე ტექნიკაც ჩაერთო.

ამავე კატეგორიაში