მედიკამენტებზე ტენდერი ხვალ გამოცხადდება

27 აპრილი 2017, 00:00 2899 ნახვა

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ზოგიერთი კატეგორიისთვის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი ხვალ გამოცხადდება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, სატენდერო კრიტერიუმების  მთავარი მოთხოვნები ფასი და ხარისხია. პირველი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება.

პროგრამის ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ. დაფინანსება 5 ძირითად ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატებს შეეხება. ეს დაავადებებია: მაღალი არტერიული წნევა; გულის უკმარისობა, კორონალური სისხლძარღვების დაავადება; დიაბეტის მეორე ტიპი, რომელიც ტაბლეტური მკურნალობის ფორმას მოითხოვს; ფილტვების ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის ბრონქიალური ასთმა და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და  ფარისებრი ჯირკვილის დაავადებები. დაფინანსების კომპონენტი ხელმისაწვდომი ზაფხულიდან იქნება.

ამავე კატეგორიაში