„ნაზარეთი“-ს კონცერტი

26 აპრილი 2017, 00:00 3983 ნახვა

შოტლანდიური ჯგუფის ,,ნაზარეთის” ტურნე ბათუმში დასრულდა.  ჯგუფი  მსმენელის წინაშე  საათნახევრიანი პროგრამით  წარსდგა.   მუსიკოსები ბათუმში პროექტ ,,ევროპული გაზაფხულის ხმის” ფარგლებში ჩამოვიდნენ.  ჯგუფის ისტორია 1968 წლის დეკემბრიდან იწყება.  მათ მრავალი ალბომი აქვთ ჩაწერილი, პირველი კი « HAR OF THE DOG »  იყო, რომელმაც ჯგუფს მსოფლიო აღიარება მოუტანა. დისკი 1975 წელს ჩაიწერა.

ბოლო ალბომი - « BIG DOGS » 2011 წელს გამოვიდა.  ფესტივალი „ევროპული გაზაფხული ხმა“, ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, 21 აპრილს დაიწყო და გუშინ დასრულდა.  ლეგენდარული როკჯგუფი საქართველოში 2016 წლის ივლისშიც იმყოფებოდა. მუსიკოსები საქართველოს 27 აპრილს დატოვებენ.

ამავე კატეგორიაში