დისკუსია ტურიზმის განვითარებაზე

26 აპრილი 2017, 00:00 3176 ნახვა

რეგიონში, ტურისტულ სექტორში არსებულ პრობლემებზე ამ წუთებში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მსჯელობენ. საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მთავარ გამოწვევად გიდების კვალიფიკაციისა და რაოდენობის პრობლემა, ასევე, ექსკურსიების ორგანიზების საკითხი რჩება.

ზვიად ელიზიანის თქმით,  ვიზიტორებს გიდობას, ხშირ შემთხვევაში, არაკომპეტენტური პირები უწევენ. სპეციალისტის განმარტებით, დღემდე მგზავრთა გადაყვანის საკითხიც მოუწესრიგებელია.

უცხოელ ტურისტებს  ხშირად გაუმართავი ავტომობილებით  ემსახურებიან. ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო სახის შეხვედრას ტურ-ოპერატორებიც ესწრებიან. პროექტის მეორე ეტაპზე ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან შეხვედრა გაიმართება, სადაც უწყების წარმომადგენლებს არსებულ პრობლემებს გააცნობენ. 

ამავე კატეგორიაში