ვინ მიიღებს უფასოდ მედიკამენტებს

25 აპრილი 2017, 00:00 3525 ნახვა

მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულაც  100 000-ს  არ აღემატება ზაფხულიდან  ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ. 
 დაავადებების ჩამონათვალი ასეთია:
• მაღალი არტერიული წნევა
• გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის დაავადებები
• დიაბეტის მე-2 ტიპი
• ფილტვების ქრონიკული დაავადებები
• ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

მედიკამენტების შესასყიდად, საერთაშორისო ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. თუ მედიკამეტი არ არის წარმოებული ევროკავშირის ქვეყნებში, ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სერთიფიკატის წარმოდგენა. 
მედიკამენტების ღირებულება კი სიმბოლურად თვეში მაქსიმუმ 1 ლარი იქნება. ცვლილებათა პაკეტი დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი