საკრებულოს სხდომა ხულოში

27 მაისი 2016, 00:00 1720 ნახვა

ამ დრომდე გრძელდება საკრებულოს სხდომა ხულოში. სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის' წევრებმა დარბაზი დატოვეს. კახა დეკანაძე განმარტავს, რომ მარტში ჩატარებულ სხდომაზე მოითხოვეს აუდიტის დასკვნის პასუხი 2014-2015 წლებში გამგებლის მიერ დახარჯულ საწვავსა და გამგებლის მძღოლის გაწერილ მივლინებებზე, თუმცა ამ დრომდე არ მიუღიათ. რაც შეეხება სხვა საკითხებს დებუტატები საკრებულოს თავმჯდომარის შესრულებული სამუშაოების ანგარიშს ეცნობიან. დებუტატები ასევე მოისმენენ 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტლის ანგარიშსაც.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში