გია აბულაძე: ''ქართულ ოცნებას'' სურს, მისი უუნარობა ნაციონალებს გადააბრალოს

25 აპრილი 2017, 00:00 4404 ნახვა

ირაკლი ჩხვირკიას დაკავებას ''ნაციონალური მოძრაობა'' ეხმაურება და გამოძიების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. გია აბულაძის განცხადებით, მმართველი  გუნდი პროცესების “ნაციონალურ მოძრაობაზე”  გადაბრალებას ცდილობს, თუმცა  ამას ვერ შეძლებს.  მისი განმარტებით, პარტიის ყოფილი წევრი  შეკრების ორგანიზატორი ვერ იქნებოდა, რადგან აქციაზე მოგვიანებით მივიდა. 

რაც შეეხება პარტიიდან ჩხვირკიას გარიცხვას, ოპოზიციაში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი აქტივისტის მიერ გაკეთებული განცხადება იყო, რაც ''ნაციონალური მოძრაობის'' პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.  ამის მიუხედავად ისინი მაინც აპირებენ ჩხვირკიას უფლებებისა და ინტერესების დაცვას.   გია აბულაძე  მიიჩნევს, რომ მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლია ჩხვირკიას რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ და შესაბამისად თანამოაზრეები ვერ იქნებოდნენ.  უმაღლესი საბჭოს დეპუტატის განცხადებით, გამოძიებას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამ დრომდე არ დაუკითხავს.     

ბრალდებებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი პასუხობს. ცოტნე ანანიძის განცხადებით, მოქალაქე სად და რა ვითარებაში მისცემს ჩვენებას, ეს მისი უფლებაა. რაც შეეხება აქციის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხს, ასევე,  რამდენად სწორად მოხდა მერაბ ღოღობერიძისა და  ირაკლი ჩხვირკიას დაკავება, - ცოტნე ანანიძე ამბობს, რომ ეს სასამართლოს პრეროგატივაა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში