ღოღობერიძის სასამართლო სავარაუდოდ დღეს გაიმართება

25 აპრილი 2017, 00:00 4319 ნახვა

11-12 მარტის აქციების ორგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღობერიძის სასამართლო დღეს, 19 საათზე  გაიმართება, საქმეს კი მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს.

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი  შიმშილობს და ბრალს არ აღიარებს. პაატა შავაძე ვარაუდობს, რომ ,,კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი სასამართლო დარბაზს დღეს გირაოს სანაცვლოდ დატოვებს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ღოღობერიძეს  6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას  ბრალი 225-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს,  რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა და სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება.   

დაკავებულია კიდევ ერთი პირი. გამოძიება ირაკლი ჩხვირკიასაც, 11-12 მარტის  აქციების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება.

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სულ 20 პირია დაკავებული. მათგან 1 არასრულწლოვანია, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მერაბ ღოღობერიძეს გამოძიება ადმინისტრაციულ საქმეზეც  ედავება.

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი